Breathe In

ამასწინათ ვფიქრობდი 35-45 წლის ასაკში მყოფ მამაკაცებზე. ხო, აი ზუსტად იმ ასაკის მამაკაცებზე, როდესაც ძირითადად კრიზისული პერიოდი აქვთ ხოლმე. თან ქალებისგან განსხვავებით არც ტირიან, არც გამოხატავენ ემოციებს და არც დეპრესიას ებრძვიან.

Breathe-In-011

კიტიც დეპრესიაშია. უი, დამავიწყდა მეთქვა, კიტი ჩემი მასწავლებელია. მისი ზუსტი ასაკი არ ვიცი, მაგრამ სადღაც 35-45 წლების შუალედშია. ახლა ის ცუდად არის, ცდილობს საკუთარი თავი იპოვოს, თუმცა ისიც კი არ იცის, სად ეძებოს. ჰყავს ოჯახი. უფრო სწორად, არაჩვეულებრივი ოჯახი. ან შეიძლება არც ისეთი არაჩვეულებრივი. კიტი ძალიან საყვარელია, მაგრამ მისი მეუღლე რატომღაც ვერ ხვდება ამას. არადა აი სოფის სახით რამხელა საფრთხე შეიძლება შეხვდეს ოჯახს.
breathe-in

მაგრამ კიტი მშვიდად არის. უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მალე გასაუბრება აქვს. არ ნერვიულობს. ან შეიძლება თავს გვაჩვენებს, რომ არ ნერვიულობს. ამასთანავე ჩვენს სკოლაში მუსიკის მასწავლებელია, მაგრამ საერთოდაც არ მოსწონს ეს საქმიანობა. ერთხელ დერეფანში ასეთ დიალოგს მოვკარი ყური მასსა და სოფის შორის:
Keith: At least I’m teaching the subject I know and I’m not teaching math or something.
Sophie: You just have to make sure that you’re choosing it. I just don’t wanna be living a life where I’m not choosing stuff.

Breathe In, film

სოფიზე ვერ ჩამოვყალიბდი. ვერ გავიგე როგორია. ერთი ის ვიცი, რომ ჩემი სკოლელია, რომელიც ინგლისიდან ჩამოვიდა და კიტის ოჯახში ჩასახლდა. სწავლობს-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ კიტის გაკვეთილებზე დასწრება არ უნდა. სამაგიეროდ, უყვარს შოპენი და ალბათ კიტიც.
Felicity Jones in Breathe In

პირველად რომ შემოვიდა, ისე დაუკრა შოპენის სონატა, ყველა შოკში ჩაგვაგდო. ხო, ალბათ ამიტომაც არ უნდოდა კიტის გაკვეთილებზე დასწრება. უკვე შემდგარი პიანისტია და.

ამ ალიაქოთში სულ გადამავიწყდა დასტინი (Dustin O’Halloran). ის 42 წლისაა, არაჩვეულებრივად უკრავს პიანინოზე და მეც მეტი რა მინდა. კალიფორნიელი, თვითნასწავლი პიანისტია და თანამედროვე კლასიკური მუსიკისა და ამბიენთის სინთეზს გვთავაზობს. ეს იყო პეტერბურგში არა და ლონდონში. თავიდან რომ მითხრა, ვუკრავო, ვიფიქრე ბას-გიტარას დაიჭერდა ხელში. შემდეგ კონცერტზე დამპატიჟა. როდის შემიყვარდა დასტინი? მაშინ, როდესაც We Played Some Open Chords And Rejoiced დაუკრა. ამ დროს თვალები დავხუჭე და მხოლოდ მაშინ გავახილე, როდესაც კომპოზიცია დამთავრდა. ეს რაღაც საოცრებაა. ძალიან მიყვარს.

***
ეს ის ფილმია, რომელიც სრულიად სპონტანურად ვნახე და რომელიც ძალიან შემიყვარდა. ალბათ ინდი ფილმები რომ მიყვარს, მაგიტომ. მაგრამ კიდევ მეორე საკითხია: მიყვარს, როდესაც რეჟისორი დეტალებს უკვირდება. რა დეტალები ამიტყდა პრინციპში, მაგრამ ძალიან მიყვარს დეტალებზე ორიენტირებული ფილმები. აი American Beauty -ც ასეთი ფილმია, რამდენიმე წუთი შეგიძლია უყურო პოლიეთილენის პარკის გადაადგილებას ჰაერში და ემოცია გაგიჩნდეს. ინდი ფილმებში გარედან არ ჩანს ემოცია, თუმცა შენ მაინც ყველაფერს ამჩნევ. აი მაგალითად, სოფი პიანინოს უყურებს და კიტისთვის უკრავს დასტინის კომპოზიციას.

კიტი სოფის უყურებს და უყვარდება. თითქოს არაფერი, რამდენიმე წამიანი კადრია, და მაინც…
breathe

ხოდა, მამაკაცის კრიზისულ პერიოდზე ვამბობდი. ეს მაშინ დგება, როდესაც მამაკაცი აანალიზებს, რომ ყველა ის სურვილი, ოცნება თუ გეგმა, რომელიც ბავშვობასა და სიყრმეში ჰქონდა, უკვე ვეღარ ასრულდება. სინანულისა და დეპრესიის მომენტი. ამ დეპრესიისას უკვე აღიქვამენ, რომ სიბერე ახლოსაა, რეალურ დროშია და არა “ოდესღაც დავბერდები” დროში.

breath-in_2621025b

სოფი კი კიტისთვის სწორედ სიყრმეში დაბრუნებაა. ოცნებების ასრულების შესაძლებლობებში დაბრუნება. სოფი არწმუნებს კიტს, რომ მიზნამდე არც თუ ისე შორია.

Felicity Jones and Guy Pearce in Breathe In

ისე როგორ დავასრულო პოსტი, რომ ორიოდე სიტყვა მსახიობებზე არ ვთქვა. ორი ჩემთვის ძალიან საყვარელი მსახიობი გაი პირსი (Guy Pearce) და ფელისიტი ჯონსი (Felicity Jones). გაის შესრულებას განსაკუთრებით ველოდებოდი. ადამიანმა კრისტოფერ ნოლანის N 1 ფილმში (Inception, მაპატიე) ითამაშო, ეს ხომ ფაქტიურად კლიშეა. კლიშეა ანუ კარგ action-ებში თამაშის კლიშე. მაგრამ როდესაც შეგიძლია ითამაშო მელოდრამაში კარგად, ეს მასხივოსნებს. ხოდა გაიმაც გამასხივოსნა. ასე რომ, Memento-ში არ ჩარჩა გაი. ფელი კი ჩემი გოგოა. Like Crazy-დან და Cheerful Weather for the Wedding-დან მოყოლებული მიყვარს. ჩემია და სულ ჩემი იქნება.

ფილმი ამერიკაში რამდენიმე დღეში გამოვა, თუმცა ქართულ საიტებზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ.

breathe-in-at-sundance-15 Breath in

20 thoughts on “Breathe In

    • მადლობა თათი.
      რომ ნახავ, მითხარი როგორ მოგეწონება.

    • დიდი მადლობა :))
      თუ არ მოგეწონა, მე არ დამაბრალო. აქ რასაც ვდებ, ყვეულაფერზე იმჰო მაქვს (in my humble opinion ანუ).

    • აუ სულ მინდოდა მეთქვა. რა მაგარი ბლოგი გაქვს. ნუ მართალია, ჯერ დიზაინზე შევჩერდი, რადგან ვერ მოვასწარი ჩაჯდომა. მაგრამ კატეგორიების სახელებს გადავხედე და მივხვდი, რომ გემრიელი ლუკმა მელოდება.

    • აქამდე რომ არ გიცნობდი, მიკვირს. არადა 7 წელია ბლოგერი ვარ.

        • ნუ ეგ ხო, მაგრამ ძირითადად მალევე ვპოულობ ხოლმე ახალ ბლოგებს.

            • ეგ უკვე ჩემი საქმეა. ადრე სულ ვკითხულობდი ბლოგებს და ამის გამო საკუთარი ბლოგი იშვიათად მახსენდებოოდა. ხოდა ახლა ვცდილობ ჩემი ბლოგი ამოვქაჩო, ამიტომაც სხვები მივაგდე. ნუ მოკლედ.
              ხოდა ამ დღეებში გესტუმრები შოკოლადითა და ცხელი ჩაით.

              • მეც ასე ვარ. მომწონს სხვისი ბლოგების კითხვა , როცა ამის დრო მაქვს : )
                მაშ წინასწარ გეტყვი, რომ კეთილი იყოს შენი ფეხი სამაგარაიულეთში :**
                და ბარემ კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქაც.

  1. Pingback: Breathe In, piano, sensibility and uncertainty - ქართული ბლოგები

dsh!